top of page
1920x1000 web_zogadiii___web.png

რა არის GREMO

GREMO

საქართველოს უძრავი ქონების  ყოველწლიური კონფერენცია

GREMO უძრავი ქონების სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო პლატფორმაა, რომელიც 2021 წელს უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია „პროსპექტის“ მიერ შეიქმნა.

2024 წლიდან კონფერენცია BMG-სთან კოლაბორაციით, გადაცემის „უძრავი ქონების პროსპექტი“ ქოლგის ქვეშ იმართება.

კონფერენციის მიზანი კვლევების, სტატისტიკური მონაცემების, ტენდენციებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების გზით სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა. 

GREMO წელიწადში ორჯერ - თბილისში და ბათუმში ტარდება.

ღონისძიება დეველოპერულ და სამშენებლო კომპანიებს, საბროკერო და საკონსულტაციო ორგანიზაციებს, ასევე კვლევით ინსტიტუტებსა და სექტორით დაინტერესებულ პროფესიონალებს აერთიანებს. 

GREMO-ის ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა:

  • ბაზრის მიმდინარე და გლობალური ტენდენციები

  • ფინანსებზე ხელმისაწვდომობა

  • უძრავი ქონების გაციფრულება

  • სამშენებლო უსაფრთხოება

  • ინვესტიციები და კაპიტალის ბაზრები

  • ESG და მდგრადი განვითარება

  • ურბანული განვითარება და ქალაქგეგმარება

  • საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ტრენდები

  • რეგულაციები და საკანონმდებლო ცვლილებები

  • მომხმარებლის ქცევა და მოთხოვნის ანალიზი

კონფერენციის ფორმატი მოიცავს სამ ძირითად ნაწილს:

  • კვლევის პრეზენტაცია

  • პანელური დისკუსია

  • დაჯილდოების ცერემონია

ღონისძიების ორგანიზატორი

logoooo-01.png
BMG_Logo 1-01.png
უძრავი ქონების პროსპექტი LOGO-01.png
bottom of page